ალუბლის მურაბა
  იგრედიენტები
  • ალუბალი 1 კგ
  • შაქარი 1 კგ
  • წყალი 1 ჩაის ჭიქა
მომზადება გავარჩიოთ ალუბალი და გავრეცხოთ. ქვაბში ჩავასხათ წყალი და დავადგათ ცეცხლზე, წამოდუღებისთანავე ჩავყაროთ შაქარი. ადუღებისთანავე ჩავყაროთ შიგ ალუბალი, ვხარშოთ და თან ქაფი მოვხადოთ. როცა მზად იქნება გადმოვდგათ ცეცხლიდან, შევაგრილოთ, ჩავასხათ ქილებში და თავი მოუკრათ. გემრიელად მიირთვით