ქათმის ჩახარშული საცივი
  იგრედიენტები
  • ქათამი
  • ნიგოზი 500 გრამი
  • ხახვი 300 გრამი
  • ნიორი, ქინძი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ძმარი, მიხაკი, დარიჩინი და მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. გარეცხილი და გასუფთავებული მსუქანი ქათამი დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში, დაუმატოთ დაჭრილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ.
  2. ნიგოზი ორჯელ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. აურიოთ შიგ დანაყილი ნიორი, ქინძი მარილი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი მიხაკი, დარიჩინი, პილპილი, ძმარი. ეს ყველაფერი გავხსნათ საკმაო რაოდენობის მდუღარე წყალში, დავასხათ მოხრაკული ქათმის ხორცს და ვადუღოთ, სანამ ხორცი კარგად არ მოიხარშება დუღილის დროს წყალი არ დაუმატოთ
გემრიელად მიირთვით