სატაცური ნიგვზით
  იგრედიენტები
  • სატაცური 1 კგ
  • ნიგოზი 1.5 ჩაის ჭიქა
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ძმარი, ქინძი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
მომზადება
  1. ტყის ან მინდვრის მწვანე ახალი სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, წყალში გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილწყალში.
  2. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძი, გავხსნათ ძმარში და გაურიოთ მოხარშულ, გაწურულ სატაცურში
გემრიელად მიირთვით