კომბოსტოს სალათა ზაფრანით და ხმელი სუნელით
  იგრედიენტები
  • კომბოსტო 5 კგ
  • ხახვი 2 კგ
  • ნიორი 200 გრამი
  • ნიახური 200 გრამი
  • ოხრახუში 200 გრამი
  • ქინძი 300 გრამი
  • კამა 200 გრამი
  • ხმელი ქინძი, ზაფრანა და უცხო სუნელი თითო ჩაის კოვზი
  • ზეთი 1,5 ლიტრი
  • ძმარი 2 ჩაის ჭიქა
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. კომბოსტო დავჭრათ წვრილად და დავაყაროთ ცოტა მარილი, გავაჩეროთ სამი ოთხი საათი და გავწუროთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი,ნიახური, ოხრახუში, ქინძი, კამა, ხმელი ქინძი, ნიორი, უცხო სუნელი, ზაფრანა ( ყვითელი ყვავილი), წიწაკა, მარილი, ძმარი, ზეთი.
  2. ყველაფერი ეს კარგად აურიოთ, გავაჩეროთ ერთი დღე ღამე, ჩავდოთ ქილებში და დავასხათ თავისივე წვენი,.
  3. ასეთი სალათი სეიძლება შევინახოთ გრილ ადგილას გარკვეული დროით და როცა დაგვჭირდება ვიხმაროთ
გემრიელად მიირთვით