წიწილა თეთრი ღვინის საწებლით, იმერულად
  იგრედიენტები
  • წიწილა
  • კარაქი 30 გრამი
  • ხახვი 2 თავი
  • პამიდორი 200 გრამი
  • ტეთრი ღვინო 200 გრამი
  • ახალი პიტნა და მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. კარგად გასუფთავებული წიწილა გავჭრათ ოთხად მოვაყაროთ მარილი და შევწვათ დაბალ ფართო ქვაბში (კარაქში) 
  2. როცა ჭიწილა ირგვლივ კარგად შეწითლდება დაუმატოთ დაკეპილი ხახვი დაგავაგრძელოთ შუშვა თავდახურულ ქვაბში.
  3. ხახვი რომ ჩაიხრაკება დავასხათ თეთრი ღვინო და გავაგრძელოთ შუშვა სანამ დაიშრობს ღვინოს.
  4. შემდეგ ისევ დავასხათ იმდენი ღვინო რომ წიწილას ფარავდეს და როდესაც ადუღდება დაუმატოთ კანგაცლილი გახეხილი პამიდორი და წვრილად დაკეპილი ახალი პიტნა
  5. სუფრაზე მივიტანოთ ცხლად, თავისივე საწებელთან ერთად, ღრმა ლანგარით
გემრიელად მიირთვით