ხინკალი კახურად
  ინგრედიენტები
  • ძროხის ხორცი 1 კგ
  • ფქვილი 1 კგ
  • ხახვი 4-5 თავი
  • მწვანილი 3-4 ძირი
  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილი პილპილი გემოვნებით
მომზადება
  1. თეთრი ფქვილით, კვერცხითა და ცივი მარილ წყალით მოვზილოთ ჩვეულებრივი მაგარი ცომი.
  2. გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად: ხორცი ორჯელ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან ერთად, შევაზაოთ დაკეპილი ოხრახუშით, ქინძით, შავი პილპილით, მარილით. დავზილოთ და გავაზაოთ წყლით
  3. როდესაც გულსართი მზად იქნება ცომი გააპრტყელოთ, ამოვჭრათ თანაბარი ზომის რგოლები,შუა ადგილზე დავაწყოთ თითო კოვზი გულსართი, ნაპირები შემოუკეცოთ, მოვგრიხოთ და კუჭი დავტკეპნოთ ისე, რომმოხარშვის დროს არ გაიხსნას და ჩაუშვათ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. დუღილის დროს ქვაბი ვატრიალოთ, რომ ძირზე არ მიიკროს.
  4. როცა მზად იქნება ხინკალი ამოვალაგოთ ქაფქირით და სუფრაზე მივიტანოთ დანაყილ პილპილთან ერთად
გემრიელად მიირთვით