ნამცხვარი ,,თოლია"
  იგრედიენტები
  • 6 ც კვერცხი
  • 3 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 300 გ კარაქი
  • 200 გრამი მარგანინი
  • 1 ჩაის კოვზი ნიგოზი
  • 1 ჩაის ჭიქა მურაბა (კურკაგამოცლილი)
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • ძმარი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. ექვსი კვერცხის გულითა და ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილით გავაკეთოთ გოგლიმოგლი. დავამატოთ გამდნარი 300 გრამი კარაქი და 200 გრამი მარგანინი, ერთი ჩაის კოვზი სოდა გახსნილ ერთ სუფრის კოვზ ძმარში, მარილი, ვანილი, დავაყაროთ ხუთი ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი
  2. თუნუქის ფირფიტას დავაყაროთ პერგამენტის ქაღალდი , წაუსვათ ცხიმი, ცომი მთლიანად მოვათავსოთ ფირფიტაზე და ხელით გავაბრტყელოთ ისე რომ ფირფიტა მთლიანად შეივსოს,  მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი და ხელის გულით შეურიოთ ცომში, ზემოდან მოვაყაროთ ალუბლის, ღოღნაშოს ან შინდის კურკაგამოცლილი მურაბა.
  3. 6 კვერცხის ცილა დიდხანს ვთქვიფოთ, სანამ ღრუბელივით არ გახდება, შევათქვიფოთ ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილი და გავაგრძელოთ თქვეფა, მიღებული მასა ტორტის გასაფორმებელი ფორმით ან კოვზით ლამაზად დავალაგოთ მურაბის ზემოდან და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად, როცა ბეზეს ზედაპირი ოდნავ შეწითლდება, ნამცხვარი მზად იქნება.
გემრიელად მიირთვით