ლიმონის ჟელე სხვადასხვა ხილით
  იგრედიენტები
  • 1 ც ლიმონი
  • 1ჩაის ჭიქა შაქარი
  • 25 გრამი ჟელატინი~
  • ნედლი ხილი 300 გრამი
მომზადება 
  1. ლიმონი გამოვწუროთ და წვენი შევინახოთ თავდახურულ ჭურჭელში
  2. მდუღარე წყალში ჩავყაროთ შაქრის ფხვნილი, ცოტა ლიმნის ქერქი და ავადუღოთ. მდუღარე სიროფში ჩავასხათ წინასწარ ცივ წყალში დამბალი ჟელატინი, ცილასთან ერთად დავადგათ ნელ ცხელზე, მივიყვანოთ ადუღებამდე(ცილა აიჭრება და სიროფი გამჭირვალე გახდება) და მერე გავწუროთ
  3. გაწურული სითხე ცოტა შევაგრილოთ, ჩავამატოთ ლიმნის წვენი, აურიოთ, ჩავასხათ ყალიბებში 1-2 სმ სისქზე და ცოტა შევაგრილოთ
  4. ზემოდან დავაწყოთ სხვადასხვა ხილი, შემდეგ ისევ დავასხათ ჟელე ჭურჭლის თავამდე და გავაციოთ
გემრიელად მიირთვით