პრეტცელი
  იგრედიენტები
  • 2ჩ.კ საფუარი
მომზადება
  1. შეათბეთ რძე ისე, რომარც გრილი უნდა იყოს და არც ძალიან ცხელი, გადმოდგით ცეცხლიდან, ჩაასხით ჯამში, დაამატეთ საფუარი, მოურიეთ და გააჩერეთ 2-3 წუთის განმავლობაში

  2. შემდეგ დაამატეთ  შაქარი და კარგად მოურიეთ

  3. შემდეგ დაამატეთ ფქვილის ნახევარი და ისევ კარგად მოურიეთ. თანდათან დაამატეთ კარაქი და ხელით განაგრძეთ მოზელვა. დაამატეთ ფქვილიც, ცომი მაგარი არ უნდა გამოგივიდეთ  ჯამი შეფუთეთ და გააჩერეთ ცომი 1 საათით.

  4. 60-70 გრ. სოდა გაურიეთ 3 ჭიქა თბილ წყალში და კარგად მოურიეთ. სოდიანი სითხე ჩაასხით ფართო ჭურჭელში. 1 საათის შემდეგ, ცომი დაფაზე მოზილეთ ფქვილთან ერთად. გაყავით 6 ტოლ ნაწილად. თითოეული გუნდა დააწვრილეთ ისე, რომ გამოგივიდეთ დაახლოებით 60-70 სმ. სიგრძის თოკის ფორმის ცომი. შემდეგ დადეთ თოკი ისე, რომ დაემსგავსოს ცხენის ნალს. ბოლოებში მოკიდეთ ხელი და შუა ადგილზე გადაგრიხეთ ორჯერ, ხოლო შემდეგ ეს ბოლოები აიტანეთ ზემოთ და რკალზე დააწყვეთ. ამოავლეთ სოდიან წყალში და დადეთ საცხობ ქაღალდზე. პრეტცელს ზემოდან მოაყარეთ მსხვილი ზღვის მარილი და შედგით 230 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. იგივე გააკეთეთ დანარჩენი 5 პრეტცელისთვისაც

გემრიელად მიირთვით