შემწვარი პომიდორი ყველით
  ინგრედიენტი
  • პომიდორი – 2. ც.
  • არაჟანი – 1 ს.კ.
  • პაპრიკა
  • ნიორი
  • ოხრახუში
  • ყველი
  • ზეითუნის ზეთი
მომზადება ორი  პომიდორი გარეცხეთ და მოაჭერით თავი, კოვზით ამოასუფთავეთ რბილობისგან (შეინახეთ რაიმე სადილისთვის), პატარა ჯამში აურიეთ 1 ს.კ არაჟანი, პაპრიკა, მარილი, 1/2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 1ჩ.კ დაჭრილი ოხრახუში, 1 ს.კ გახეხილი ყველი. ცხიმწასმულ ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსეთ პომიდვრები, მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი, გაანაწილეთ არაჟნიანი მასა და დაატეხეთ კვერცხი. კვერცხს მოაყარეთ მარილი და პაპრიკა. აცხვეთ 180 გრადუსზე მინიმუმ 15 წუთი, კვერცხის მზაობა შეამოწმეთ ჩანგლით, ან სულაც ნუ გამოაცხობთ ბოლომდე, თუ თოხლო კვერცხი გიყვართ.