დონატები შოკოლდით
  ინგრედიენტი
  • 3 ს.კ ზეთი
  • 1 ც კვერცხი
  • 250 მლ კეფირი
  • 5 ს.კ შაქარი
  • მარილი-მწიკვი
  • 1 ჩ.კ სოდამარილი-მწიკვი
  • 500 გრ ფქვილი
  • ზეთი დონატების შესაწვავად
მომზადება მოათავსეთ კეფირი, მარილი, შაქარი და კვერცხი  ერთად, ერთ ჯამში. კარგად ავთქვიფოთ. დაამატეთ სოდა,  ზეთი და კარგად მოურიეთ. ნელ ნელა დავამატოთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა იყოს ფაფუკი. ( ხელზე არუნდა ეკრობოდეს). ცომი გაყავით ორად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ 7-8 მილიმეტრის სისქეზე. გამოჭერით რგოლები ცომისგან, რგოლებს შუაში კიდევ გაუკეთეთ პატარა რგოლი, სიმარტივისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა ჭიქა. დარჩენილი ცომი ხელახლა გააბრტყელეთ და გამოიყენეთ დონატების გასაკეთებლად. ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი (2-3 სანტიმეტრის სიმაღლეზე). აადუღეთ და დაიწყეთ დონატების ჩაყრა, მცირე პორციებად. დაბრაწული  დონატები ამოიღეთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რათა ზეთი ჩამოიწუროს. გადაიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ შაქრის პუდრა ან მოასხით შოკოლადის მინანქარი.