კარტოფილის სალათი კორეულად
  ინგრედიენტი
  • ახალი კარტოფილი 200გრ.
  • მწვანე ხახვი 1 კონა
  • მაიონეზი 60გრ.
  • ნიახური, მდოგვი, ცხარე წიწაკა (წითელი)
  • მარილი გემოვნებით
მომზადება კარტოფილი მოვხარშოთ, შემდეგ დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავამატოთ მდოგვი, წვრილად დაჭრილი, ხახვი და ნიახური, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ. მომზადების შემდეგ შევინახოთ მაცივარში 1 საათი.