ბლინები გერმანულად
  ინგრედიენტი
  • 6 კვერცხი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • ½ ჩაის კოვზი მარილი
  • 3 სუფრის კოვზი კარაქი
მომზადება
  1. დიდ ჯამში მიქსერით ერთმანეთში ათქვიფეთ კვერცხი, ფქვილი, რძე და მარილი, იმისთვის, რომ მივიღოთ ნაზი და ჰაეროვანი მასა.
  2. გაადნეთ კარაქი და წაუსვით გამოსაცხობ ფორმას. გამოსაცხობი ფორმის სიმაღლე მინიმუმ 5 სმ მაინც უნდა იყოს, რადგან ცომი ცხობის დროს აიწევს.
  3. გააცხელეთ ღუმელი 200C-ზე და აცხვეთ 20-25 წუთის მანძილზე.