ხილის დიეტა, დიეტა 3 დღისთვის
  რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს: - სამდღიანი ხილის დიეტის დროს უნდა მიირთვათ მხოლოდ ხილი და წყალი. - თუკი ყავის გარეშე ვერ ძლებთ, მიირთვით უშაქრო ყავა. - ბანანი უნდა მიირთვათ მხოლოდ საუზმეზე. სადილზე და ვახშამზე მისი მიღება დაუშვებელია. - თუკი ცხიმიანი კანი გაქვთ, მიირთვით მჟავე (მწვანე) ვაშლი, ხოლო თუკი კომბინირებული ან მშრალი სახის კანი გაქვთ, უპირატესობა ტკბილ, წითელ ვაშლს მიანიჭეთ. რა უნდა მიირთვათ სამდღიანი ხილის დიეტის დროს: პირველი დღე: დღის მანძილზე უნდა მიირთვათ მხოლოდ 1 კილოგრამი ნებისმიერი ხილი და 2 ლიტრი წყალი. ზემოთ, უკვე მოგახსენეთ, რომ ბანანი მხოლოდ საუზმეზე უნდა მიიღოთ. მეორე დღე: დიეტის მეორე დღესაც, რა თქმა უნდა, უნდა მიირთვათ მხოლოდ ხილი და 2 ლიტრი ნებისმიერი ხილის წვენი. დიეტის მეორე დღეს წყლის მიღება საჭირო არ არის. მესამე დღე: დიეტის მესამე დღეს გაიმეორეთ იგივე, რაც პირველ დღეს - ანუ მხოლოდ ხილი და ორი ლიტრი წყალი. გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!