ბლინები ბანანით და შოკოლადით
  ინგრედიენტი
  • 3 ცალი ბანანი
  • ბლინებისთვის:
  • 4 ცალი კვერცხი
  • 500 მილილიტრი რძე ან წყალი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 10 გრამი სოდა
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი
  • 1 წკირი მარილი
  • მინანქრისთვის:
  • 2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი
  • 0.5 ჩაის ჭიქა შაქარი
  • 25 გრამი კარაქი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 2 სუფრის კოვზი წყალი
  • 1 წკირი მარილი
მომზადება
  1. ბლინები:
  2. ავიღოთ საშუალო ზომის თასი.
  3. ჩავასხათ რძე ან წყალი,ჩავახალოთ კვერცხი,დაუმატოთ შაქარი, სოდა, მცენარეული ზეთი, პურის ფქვილი, მარილი და ავთქვიოთ მიქსერით.
  4. გავახუროთ ტაფა, მოუსვათ სამზარეულოს ფუნჯით ან მარლით მცენარეული ზეთი.
  5. დავასხათ ტაფის შუაში მიღებული სითხე იმდენი რომ ეყოს თქვენს მიერ შერჩეულ ტაფის ზომას.
  6. ვაბრუნოთ ტაფა ისე რომ სითხე გაიშალოს მთლიან ტაფაზე.
  7. დაახლოებით 10-15 წამის შემდეგ ამოვაბრუნოთ და შევწვათ მეორე მხრიდან.
  8. გავფცქვნათ ბანანი, გავჭრათ შუაზე. ნახევარ-ნახევარი ბანანი კიდევ გავჭრათ სიგრძეზე.
  9. ბანანი გადავახვიოთ ბლინებში და მოვათავსოთ ლანგაზე.
  10. მინანქარი:
  11. ავიღოთ პატარა ზომის თასი, ჩავასხათ წყალი, თაფლი, დაუმატოთ კაკაოს ფხვნილი, შაქარი, კარაქი, მარილი.
  12. შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და ურიოთ გამუდმებით შაქრის სრულ გადნობამდე.
  13. მომზადებული მინანქარი მოვასხათ ბლინებზე.
  14. გემრიელად მიირთვით.