კატლეტი ჭარხლის
  ინგრედიენტი
  • 500 გ მოხარშული ჭარხალი
  • 1 კვერცხი
  • 1 ს/კ პურის ფქვილი
  • 100 გ ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 100 გ ხაჭო
  • 3 ს/კ დაფხვნილი ორცხობილა
  • 50 გ ზეთი
  • მარილი
მომზადება
  1. ჭარხალი გახეხეთ მსხვილად. დაასხით 1 ჭიქა წყალი და შუშეთ 15წ.
  2. დაუმატეთ კვერცხი და ფქვილი.
  3. ხახვი აჭერით წვრილად და მოშუშეთ დანაყილ ნიორთან ერთად. შეურიეთ ჭარხლიან მასას, დაუმატეთ ხაჭო და შეაზაცეთ მარილით.
  4. გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ დაფხვნილ ორცხობილაში და შეწვით ზეთში.