ბულგარული  ლიმონით
  ინგრედიენტი
  • 4 ც ბულგარული წიწაკა
  • 1 ც ლიმონი
  • 2 კბილი ნიორი
  • 6 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • პილპილი, გემოვნებით
მომზადება სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა დავჭრათ სიგრძეზე. ამოვაცალოთ გულები, დავაწყოთ ქურის ტაფაზე,შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შევწვათ. მზა ბულგარული წიწაკები გავაციოთ და ფრთხილად მოვაშოროთ კანი. შეწვის დროს გამოყოფილი წვენი შევურიოთ 1 ლიმონის წვენს. ნიორი დავჭრათ წვრილად. შემწვარი წიწაკები გადავიტანოთ თეფშზე,მოვაყაროთ მრილი,პილპილი,მოვასხათ ლიმონის წვენი,ზეთი, შევფუთოთ და შევდგათ 30 წთ მაცივარში.