ბადრიჯანი მაიონეზით
  ინგრედიენტი
  • 5-6 ც ბადრიჯანი
  • 1/2 კონა ქინძი და რეჰანი
  • 2 კბილი ნიორი
  • 3 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • 3 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • 250 გრ მაიონეზი
მომზადება მთლიან ბადრიჯნებს ტაფაზე დავაწყობთ და აირღუმელში შევდებთ. როცა უკვე დაიბრაწება და დავინახავთ ,რომ კანი სკდება, გამოვიღებთ. კანი ადვილად გასცილდება. მერე გავწურავთ, რომ სველი არ იყოს და ავკუწავთ. ცალკე გავამზადებთ სოუსს. მაიონეზს ცოტა წყალში გავხსნით და გავათხელებთ. დაჭრილ მწვანილებსა და დანაყულ ნიორს შევურევთ და აწეწილ ბადრიჯნებს ამ მასაში ჩავაწყობთ. წვრილად დავჭრით წითელ ბულგარულ წიწაკებს და სოუსში ჩავყრით.