ხილის სალათა
  ინგრედიენტი
  • 2/3 ჭიქა (160მლ) ფორთოხლის წვენი
  • 1/3 ჭიქა (80მლ) ლიმონის წვენი
  • 1/3 ჭიქა (75გ) ყავისფერი შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი (1გ) ფორთოხლის გახეხილი კანი
  • 1/2 ჩაის კოვზი (1გ) ლიმონის გახეხილი კანი
  • 1 ჩაის კოვზი (5მლ) ვანილის ექსტრაქტი
  • 2 ჭიქა (330გ) კუბიკებად დაჭრილი ანანასი(სურვილისამებრ)
  • 2 ჭიქა (330გ) უყუნწო და დაჭრილი მარწყვი
  • 3 ცალი გათლილი და დაჭრილი კივი
  • 3 ცალი დაჭრილი ბანანი
  • 2 ცალი გათლილი და დანაწევრებული ფორთოხალი
  • 1 ჭიქა (160გ) ყურძნის მარცვლები
  • 2 ჭიქა (290გ) მოცვი
მომზადება 1. დადგით ქვაბი საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. ჩაასხით ფორთოხლის წვენი, ლიმონის წვენი; ჩაყარეთ შაქარი და ციტრუსების ცედრა. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ, სანამ არ შესქელდება, დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ ვანილის ექსტრაქტი და დადგით გრილ ადგილას გასაცივებლად. 2. ამასობაში დაჭერით ყველა ხილი და ფენებად ჩაალაგეთ დიდი ზომის მინის თასში შემდეგი თანმიმდევრობით: ანანასი, მარწყვი, კივი, ბანანი, ფორთოხალი, ყურძენი, მოცვი. მოასხით სალათას მომზადებული ხილის სოუსი და შედგით მაცივარში 3-4 საათით. გემრიელად მიირთვით!