ამარეტო
  ინგრედიენტი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 ჭიქა თეთრი შაქარი
  • 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 2 ჭიქა არაყი
  • 2 სუფრის კოვზი ნუშის ექსტრაქტი
  • 2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
მომზადება
  1. ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ ორივე სახის შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე. წამოდუღებისთანავე, როდესაც შაქარი წყალში სრულად გაიხსნება, გადმოდგით ცეცხლიდან და დაელოდეთ, სანამ გაცივდება (დაახლოებით 10 წუთით).
  2. მიღებულ სიროფს ჩაუმატეთ არაყი, ორივე სახის ექსტრაქტი. ეს ნარევი მოათავსეთ შუშის ბოთლში და დალუქეთ. ნახევარ საათში 3 ჭიქა ამარეტო თქვენს განკარგულებაშია.