ბადრიჯანი ნივრით
  ინგრედიენტი
  • 1 კგ. ბადრიჯანი
  • 1 თავი ნიორი
  • 3 თავი ხახვი
  • მწვანილი: ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი, მწვანე ხახვი
  • 50 გ ძმარი
  • ზეთი და მარილი საჭიროებისამებრ
მომზადება ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, ჩავაწყოთ ჯამში, მოვაყაროთ მარილი, ისე რომბადრიჯნის ყველა ნაჭერზე თანაბრად გავანაწილოთ. ერთი საათის შემდეგ გავწუროთ. გაწურული ბადრიჯანი ზეთიან ცხელ ტაფაზე დავაწყოთ და შევწვათ ორივე მხრიდან. შემწვარი ბადრიჯანი გადავიტანოთ თეფშზე. ამის შემდეგ წამოვადუღოთ ძმარი, ძმარს დავუმატოთ დანაყილი ნიორი და მოვასხათ თეფშზე გამზადებულ ბადრიჯანს. ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი, მწვანე და თავი ხახვი.