არაქისის ნამცხვრები
  ინგრედიენტი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა არაქისის კარაქი
  • 1 დიდი კვერცხი, მსუბუქად ათქვეფილი
  • ვანილი
  • მსხვილი მარილი
მომზადება
  1. საზომად გამოიყენეთ ერთი და იგივე ჭიქა, ხოლო ინგრედიენტები ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს.
  2. შაქარი, არაქისის კარაქი და კვერცხი მოათავსეთ თასში ,კოვზით ან კულინარიული ნიჩბით კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. გააკეთეთ პატარა ბურთულები და დაალაგეთ თუნუქის ფურცელზე. თავზე ჩანგლით შეგიძლიათ ორნამენტები გაუკეთოთ, თან მსუბუქად დააბრტყელოთ. ზემოდან მოაფრქვიეთ ცოტა მსხვილი მარილი.
  3. შედგით გამოსაცხობად 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 8-10 წუთით.
  4. მზადაა, გემრიელად მიირთვით.