ნამცხვარი მურაბით
  ინგრედიენტი
  • 500 გრ კარაქი
  • 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 5 ცალი კვერცხი
  •  ფქვილი- რამდენიც დასჭირდება
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1ს.კ ძმარი
  •  მურაბა
  • მარილი,ვანილი-გემოვნებით
მომზადება 500 გრ კარაქი ავსრისოთ 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად. ნელ-ნელა დავამატოთ 5 კვერცხის გული, სოდა-გახსნილი ძმარში, ცოტა მარილი, ვანილი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. გავყოთ სამ ნაწილად (ორი დიდი, ერთი პატარა) და გამოვაცხოთ ცალ-ცალკე. ორ ფენას წავუსვათ უკურკო მურაბა  და შევაერთოთ. მესამე ფენა დავფშვნათ და ზემოდან მოვაყაროთ.