როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ნაკლები ტკბილეულის ჭამა: 6 მარტივი რჩევა
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ნაკლები ტკბილეულის ჭამა: 6 მარტივი რჩევა

თანამედროვე ბავშვები დღეში საშუალოდ 23 ჩაის კოვზ შაქარს იღებენ, რაც  3,5-ჯერ მეტია ნორმაზე. მიუხედავად იმისა, რომ შაქარი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური განვითარებისთვის, გლუკოზა ენერგიის ძირითადი წყაროა და ხელს უწყობს ტვინის უკეთ მუშაობას, აუცილებელია მისი ზომიერი გამოყენება, რომ თავიდან სხვადასხვა დაავადება ავიცილოთ.

თანდათანობით შეცვალეთ კვების რაციონი

იმისათვის, რომ უკეთესი შედეგი გქონდეთ, თანდათანობით უნდა შეცვალოთ კვებითი ჩვევები. ეს ეხება როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს. თუ თქვენთვისაც რთულია ბევრ ტკბილეულზე და არაჯანსაღ პროდუქტზე უარის თქმა, ბავშვებისთვისაც არ არის მარტივი. ამიტომ, თანდათანობით შეამცირეთ მავნე პროდუქტები ყოველდღიურ კვებაში. მაგალითად, თვეში ერთი არაჯანსაღი პროდუქტი ნელ-ნელა ამოიღოთ კვებიდან.  

სახლში გაზიანი სასმელები არ შეინახოთ

ტკბილი გაზიანი სასმელები შაქრის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ხელოვნურ დამატკბობლებს. ნუ მოტყუვდებით წარწერით „შაქრის გარეშეა“. ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ, სახლში არასდროს შეინახოთ გაზიანი სასმელები. უმჯობესია მოიმარაგოთ მინერალური წყალი ან სხვადასხვა ხილისგან გამოწურული წვენი, რომელსაც სახლის პირობებში მოამზადებთ.

თუ გაზიანი სასმელების გარეშე არ შეგიძლიათ, დაამატეთ მას წყალი

თუ გაზიანი სასმელების გარეშე არ შეგიძლიათ, უმჯობესია დაამატოთ წყალი, რაც შაქრის კონცენტრაციას შეამცირებს და სასმელიც ნაკლებად მავნე იქნება.

ეცადეთ კვების რაციონში სასარგებლო ტკბილეული შეიტანოთ

გლუკოზა და შაქარი აუცილებელია ორგანიზმისთვის. თაფლი, ახალი ხილი, კენკრა, ჩირი - ბუნებრივი შაქრისა და გლუკოზის წყაროა. თუ აღნიშნულ პროდუქტებს კვების რაციონში გამოიყენებთ, შაქრის ნორმასაც მიიღებთ და თავიდან არაჯანსაღი ტკბილეულის გამოყენებას აიცილებთ.

ყურადღება მიაქციეთ საუზმეს

კარგია, თუ  საუზმე ცილასა და ნახშირწყლებს შეიცავს  და ასევე, მსუბუქია. შეგიძლიათ მიირთვათ შვრიის ფაფა სხვადასხვა ხილითა და ქიშმიშით.

დღეში ერთი ტკბილეული აუცილებელია

დღეში ერთი სახის ტკბილეული ბავშვისთვის აუცილებელია. მიეცით მას საშუალება, თავად აარჩიოს, რომელ ტკბილეულს შეჭამს . მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ცვლილებები იწყება შეთანხმებით და არა კატეგორიული აკრძალვებით.