ტორტი ,,შავი ტყე"

ინგრედიენტები

1/3 ჭიქა ალუბლის მურაბა
1.5 ჭიქა გამხმარი ალუბალი
2 სუფრის კოვზი ალუბლის ლიქიორი
400 გრ შავი შოკოლადი
200 გრ კარაქი
1.25 ჭიქა შაქარი
1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
6 კვერცხი
1/3 ჭიქა ფქვილი
მცენარეული ზეთი
2 ჭიქა ნაღები
1/4 ჭიქა შაქრის ფხვნილი
4 ჩაის კოვზი ალუბლის ლიქიორი
4 სუფრის კოვზი ალუბლის კომპოტი
1 სუფრის კოვზი სახამებელი

მომზადება

ალუბლის მურაბა და ლიქიორი მოათავსეთ თასში და დადგით საშუალო ცეცხლზე. ურიეთ 3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ გამხმარი ალუბალი და წამოადუღეთ, შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ. შავი შოკოლადი დატეხეთ და კარაქთან ერთად დადგით ცეცხლზე, დაამატეთ შაქარი და ვანილი. კარგად ურიეთ. შემდეგ კი დაამატეთ  კვერცხი, ისე, რომ მორევა არ შეწყვიტოთ. ასევე დაამატეთ ფქვილი და ფრთხილად შეურიეთ ალუბლიან მასას, რაც უკვე მოამზადეთ. კარგად შეაზავეთ. გაახურეთ გაზქურა 200 გრადუსზე. გამოსაცხობ ტაფაზე დააფინეთ ფოლგა და წაუსვით მცენარეული ზეთი, მოათავსეთ მასა და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი თავზე დააფარეთ ფოლგა და კვლავ გამოაცხვეთ 50 წუთის განმავლობაში.უკვე გამომცხვარი  გადმოიტანეთ სხვა ტაფაზე და გააჩერეთ ერთი ღამე ოთახის ტემპერატურაზე. 

მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ ნაღები შაქრის პუდრასთან  და ლიქიორთან ერთად. ალუბლის კომპოტს შეურიეთ სახამებელი და დაასხით ნაღებიან მასას. კარგად ათქვიფეთ. ბისკვიტი გაჭერით 3 ნაწილად. წაუსვით მიღებული კრემი და თავზე მოაყარეთ შოკოლადი. 

გემრიელად მიირთვით!