ნაპოლეონი სამარხვო
  რეცეპტი
  ფირფიტები
  • ფქვილი - 800გრ.
  • მარგარინი (სამარხვო) - 400გრ.
  • მარგარინი (წასასმლად) - 150გრ.
  • არაყი - 2ს.კ
  • ძმარი - 1ჩ.კ.
  • წყალი - 250გრ.
  • მარილი
  კრემი
  • შაქარი - 300გრ.
  • ფქვილი - 300გრ.
  • კარაქი (სამარხვო) – 150გრ.
  • წყალი - 600გრ.
  • ვანილი - 5გრ.
  • შაქრის პუდრა - 1ს.კ.
  მომზადება ფირფიტები
  1. მდუღარე წყალში მოათავსეთ მარგარინი, დაუმატეთ არაყი, ძმარი და მარილი. მოურიეთ კარგად და გადმოდგით ცეცხლიდან.
  2. ფქვილი გაცერით მაგიდაზე, შუაში გაუკეთეთ ჩაღრმავება და ნელ-ნელა ჩაასხით მომზადებული სითხე. ამოზილეთ ისე რომ ცომი ხელებზე არ გეკრობოდეთ.
  3. გაყავით სამ ნაწილად, გააბტყელეთ თითოეული. ზედაპირზე წაუსვით მარგარინი თხელ ფენად და მომრგვალებულად დაახვიეთ.
  4. რგოლები შეფუთეთ ცელოფნით და მოათვსეთ მაცივარში 40-50 წუთის მანძილზე (პროცესი გაიმეორეთ სამჯერ და მეოთხედ მოათავსეთ საცხობ ნიჟარაზე) .
  5. ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსზე და გამოაცხვეთ ფირფიტები.
  6. სანამ გაცივდება ჩამოაჭერით გვერდები და შეინახეთ.
კრემი
  1. აადუღეთ წყალი.
  2. ფქვილი და შაქარი კარგად აურიეთ ერთმანეთს.
  3. ადუღებულ წყალში ნელ-ნელა ჩაყარეთ ფქვილის და შაქრის ნარევი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე რამდენიმე წუთის განმავლობაშ და მორევა არ სეწყვიტოთ.
  4. გადმოდგით ცეცხლიდან, გაგრილებულს დაუმატეთ კარაქი და ვანილი. კარგად აურიეთ ერთმანეთს.
გაფორმება
  1. თითოეულ ფირფიტას წაუსვით კრემი და ერთმანეთზე დაალაგეთ.
  2. დარჩენილი კრემი გადაუსვით ზედაპირზე და გვერდებზე.
  3. დაფშვენით ჩამოჭრილი გვერდები და მოაყარეთ მთელ ზედაპირზე, შაქრის პუდრასთან ერთად.
მომზადებული ნამცხვარი მოათავსეთ რამდენიმე საათით მაცივრის ქვედა ნაწილში რათა გაგრილდეს და კრემი კარგად გაიჟღინთოს ფირფიტებში.