ბლინები არაჟნითა და მურაბით
  ინგრედიენტი
  • 250 მლ. წყალში გახსნილი 250 მლ. მაწონი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 4-5 ს/კ. ზეთი
  • 1/2 ჩ/კ. სოდა
  • 2,5 – 3 ჭიქა ფქვილი
  • ზეთი – შესაწვავად
მომზადება გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ წყალში გახსნილი მაწონი სოდასთან ერთად, ზეთი და ფქვილი. ცომი უნდა გამოვიდეს სქელი არაჟნის სისქის. ტაფაზე გაცხელებულ ზეთში კოვზით დავასხათ ცომი და საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ ორივე მხარეს. მზა ბლინები შეგვიძლია მივირთვათ არაჟანთან, გათქვეფილ ნაღებთან, სხვადასხვა ჯემთან ან მურაბასთან ერთად.