კივის კოქტეილი
  ინგრედიენტი
  • 400 გრ. კივი
  • 150 მლ. ფორთოხლის წვენი
  • 2-3 ს.კ. ლიმნის წვენი
  • 2-3 ს.კ შაქრის პუდრა
  • 80 მლ. არაყი
მომზადება 1. ერთი ცალი კივი გადავდოთ კოქტეილის მოსართავად. დანარჩენი გავფცქვნათ, დავუმატოთ ფორთოხლისა და ლიმნის წვენი, შაქრის პუდრა და დავაბლენდეროთ. 2. შემდეგ გადავწუროთ, დავუმატოთ არაყი, ყინული და შეიკერში ავთქვიფოთ. 3. მზა კოქტეილი ჩამოვასხათ ჭიქებში და მოვრთოთ კივის ნაჭრებით.