ქათმის სალათი ყურძნით
  ინგრედიენტი
  • 500 გრ. ქათმის ფილე
  • 120 გრ. შავი ყურძენი
  • 100 გრ. მწვანე სალათის ფურცლები
  • 5 ც. პომიდორი
  • 2 ც. კიტრი
  • 2 თავი ხახვი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ ძმარი
  • 1 ს/კ ყურძნის წვენი
  • მარილი
  • დაფქვილი შავი პილპილი
  • კამა
მომზადება
  1. მოხარშეთ ქათმის ფილე მცირე რაოდენობის წყალში. შეაგრილეთ და დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად, დაჭერით კიტრი და ხახვი რგოლებად. პომიდორი – ნაჭრებად. ყურძნის მარცვლები გაჭერით შუაში, ამოიღეთ წიბწები.
  2. მწვანე სალათის ფურცლები დაჭერით წვრილად და გრძლად. შეურიეთ ერთმანეთს დაჭრილი პროდუქტები. ასევე შევურიოთ ერთმანეთთან ძმარი, ყურძნის წვენი, მარილი და დაფქვილი შავი პილპილი. სალათი შეკმაზეთ მიღებული მასით, გადმოიღეთ სასალათეში და გააფორმეთ მწვანილით.