ლიმონის კექსი
  ინგრედიენტი
  • ლიმონი 1 ცალი
  • ფქვილი 4 ჭიქა
  • შაქარი 2 ჭიქა
  • კვერცხი 4 ცალი
  • მარგარინი 200 გ
  • მაწონი 0.5 ლ
  • სოდა 1 ჩ/კ
  • ვანილი
მომზადება ბლენდერში ავთქვიფოთ ოთხად გაჭრილი ლიმონი. მაწონში ჩავყაროთ სოდა და დაველოდოთ ამოფუებას. მარგარინი ავთქვიფოთ, ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ შაქარი, ვანილი, ამოფუებული მაწონი და ფქვილი. შეურიოთ ერთმანეთს ინგრედიენტები. მიღებული მასა მოვათავსოთ ტორტის მოსართავ ტომარაში და ჩავასხათ წინასწარ გამზადებულ ფორმაში.   180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გავაჩეროთ 30 წთ. კექსებს ზევიდან შეგვიძლია მოვასხათ თეთრი ან შავი შოკოლადი.