დიეტური სუპი
  ინგრედიენტი
  • 5 საშუალო ზომის სტაფილო, 2 სმ. სიგანის ნაჭრებად დაჭრილი
  • 3 საშუალო დაჭრილი ნიახურის ღერო
  • 3 დიდი დაჭრილი ხახვი ან პრასი
  • 1 კბილი დაკეპილი ნიორი
  • 1 ქილა (800 გრ.) პომიდვრის კონსერვი (საკუთარი წვენით)
  • 1/2 ლუკმებად დაჭრილი საშუალო  ყვავილოვანი კომბოსტო
  • 350 გრ. მესამედებად დაჭრილი მწვანე ლობიო
  • 3 საშუალო 2.5 სმ. დაჭრილი ყაბაყი
  • 2 შეკვრა (140 გრ.) თოთო ისპანახის ფოთლები
  • 1/2 ჭიქა დაჭრილი ახალი ოხრახუში
  •  2 ცალი ქათმის ბულიონის კუბიკი
  • 12 ჭიქა წყალი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1/2 ჩაის კოვზი დაფქვილი პილპილი
მომზადება
  1. მოაცხეთ ქვაბს ცხიმი, დადგით საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე და დაამატეთ სტაფილო, ნიახური, ხახვი და ნიორი. თუშეთ 5 წუთით და დროდადრო ურიეთ.
  2. შეურიეთ პომიდორი თავისივე წვენით. პომიდვრები კოვზით დაყავით.
  3. დაუმატეთ ყვავილოვანი კომბოსტო, დარჩენილი ინგრედიენტები და 12 ჭიქა წყალი.
  4. მაღალ ტემპერატურაზე ადუღეთ და დროდადრო ურიეთ.
  5. მოუკელით ცეცხლს, დააფარეთ და კვლავ ადუღეთ დაბალ ტემპერატურზე. პერიოდულად ურიეთ, გააჩერეთ 15 წუთი (ან ბოსტნეულების დარბილებამდე).
  6. სურვილისამებრ დაუმატეთ მეტი მარილი და პილპილი.