ინგლისური ჩაი
  ინგრედიენტი
  • 1 ჩაის კოვზი ჩაი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 ჩაის კოვზი
  • ნაღები
  • შაქარი გემოვნებით
მომზადება ინგლისური ჩაი მდუღარე წყლით მოვლებულ ჩაიდანში ჩავყაროთ ჩაი, თავსახური დავახუროთ და ორთქლზე გავაჩეროთ. 5-7 წუთის შემდეგ დავუმატოთ ადუღებული წყალი იმდენი, რომ ჩაი დაიფაროს. კიდევ 5-7 წუთის შემდეგ ჩაიდანი მდუღარე წყლით შევავსოთ, ფინჯნებში ჩავასხათ და სუფრაზე ნაღებთან ერთად მივიტანოთ.