საოჯახო კერძი “მადამ ბოვარი”
  ინგრედიენტი
  • კარტოფილი – 2 ც.
  • ხორცის ფარში – 300 გ.
  • ყველი – 230 გ.
  • ხახვი – 2 ც.
  • კვერცხი – 2 ც.
  • მაიონეზი – 1 შეკვრა (პატარა)
  • მწვანე ხახვი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება მოშუშეთ ხორცის ფარში ზეითუნის ზეთში. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი. ამასობაში მოვხარშოთ კარტოფილი და შემდეგ გავხეხოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი. მოხარშული კვერცხი გავხეხოთ და მოვაყაროთ ფარშს, შემდეგ ყველი გავხეხოთ და მოვაყაროთ. ზემოდან მოვასხათ მოაიონეზი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.