უგემრიელესი დესერტი ჭიკაში საზაფხულოდ
  რეცეპტი
  • მასკარპონე 200 გრ
  • შაქარი 8 სკ
  • ლიმონის ცედრა 2 სკ
  • ლიმონის წვენი 3 სკ
  • მაღალპროცენტიანი ნაღები 200 გრ
  • ჟოლო 300 გრ
  • ატამი 4 ცალი
მომზადება მიქსერით  კარგად  ავთქვიფოთ  180  გრ  მასკარპონე  და  6 სკ  შაქარი,  დავუმატოთ  2 სკ  ლიმონის  ცედრა,  3 სკ  ლიმონის  წვენი  და  კარგად  ავთქვიფოთ. მეორე ჯამში ერთმანეთს კარგად შევურიოთ 200 გრ მაღალპროცენტიანი ნაღები და გამზადებული მასკარპონეს მასა. 200 გრ ჟოლო (შეგიძლიათ  შეცვალოთ  მარწყვით  ან  ალუბლით) და 2სკ შაქარი დავაბლენდეროთ, შევურიოთ ჟოლოს დარჩენილი ნაწილი. გამჭვირვალე ჭიქების ძირზე მოვაწყოთ ძალიან მწიფე ატმის ნაჭრები, მოვასხათ მომზადებული მასკარპონეს კრემი,  შემდეგ ჟოლოს მასა, ზემოდან კი მოვრთოთ ატმის ნაჭრებით.