ქათმის სალათი იმერულად
                                ინგრედიენტი
  • ქათამი ან ინდაური
  • კვერცხი-5 ცალი
  • ახალი სალათა-300-400 გრამი
  • ახალი ხახვი-1 კონა
  • ნიგოზი-1.5 ჩაის ჭიქა
  • ბროწეული-2 ცალი
  • მწვანილი(გემოვნებით)
  • პილპილი(გემოვნებით)
  • მარილი(გემოვნებით)
  • ძმარი(გემოვნებით)

მომზადება

შემწვარი ქათმის ან ინდაურის რბილი ხორცი დავჭრათ წვრილ და თხელ ნაჭრებად. დავუმატოთ თხლად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაკეპილი ახალი სალათა, ბროწეულის მარცვლები, მარილი, პილპილი, წმინდად დაჭრილი მწვანე ხახვი, ახალი კამა, სუსტ ღვინის ძმარში გახსნილი, დანაყილი ნიგოზი და დაკეპილი ხახვი. მომზადებული ნიგვზის საწებლით შევაზავოთ ქათმის ხორცი, ავურიოთ კარგად ერთმანეთში. როდესაც მზად იქნება, მოვათავსოთ ლანგარზე, მოვაყაროთ დაკეპილი ახალი ტარხუნა და ბროწეულის მარცვლები.