ბატი შინდის ჩურჩით
  რეცეპტი
  • ბატი
  • ხახვი 500 გრამი
  • 1 პატარა ჯამი შინდის ჩურჩა\
  • ცოტაოდენი მწვანილი
მომზადება დაჭერით ბატი, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ კარგად დაფაროს. შედგით ცეცხლზე, ქაფი მოხადეთ, ჩააჭერით 500 გრამი კარგად დაჭრილი ხახვი და, როდესაც 3-4 ჯერ გადმოიდუღოს, 1 პატარა ჯამი, კარგად გარეცხილი, შინდის ჩურჩა დააყარეთ.  ამ ყველაფრის კარგად მოხარშვის შემდეგ შეგიძლიათ დაააყაროთ მარილი, ამოურიოთ და სურაზე მისატანად მზადაა.