წითელი ბულიონი
  ინგრედიენტი
  • 2 კგ ხორცი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 ძირი სტაფილო
  • 1 ძირი ოხრახუში
  • 1 ნიახური
  • 1 პრასი
  • ოხრახუშის ფოჩი და კამა
მომზადება ქვაბში უნდა ჩადოთ 2 თავი დაჭრილი ხახვი, 2 სტაფილო და 2 კგ ძროხის ხორცი. ხორცის მსუქანი მხარე ძირისკენ მოაქციეთ, კარგად დაბრაწეთ. შემდეგ დაასხით წყალი, დაუმატეთ სხვა და სხვა მწვანილეულობა და აადუღეთ ნელ ცეცხლზე 3-4 საათი .