ნაღების ნაყინი
 

ინგრედიენტები

  • 3 მოღრმო თასი ნაღები
  • 3-4 კვერცხის გული
  • 1 სტაქანი დაფქვილი შაქარი
  • 1-2 ვერშოკი ვანილი ან ლიმნის ქერქის ნაფხეკი
მომზადება გააკეთეთ შაქრის წმინდა ნაფხვენისა და კვერცხის გულის გოგლი-მოგლი, ნახევარი გოჯი ვარილი დააფხიკეთ დანით, დაასხით ზედ ნაღები. დადგით პლიტაზე და ურიეთ სანამ გასქელდება, არ აადუღოთ, შემდეგ გადმოდგით. კოვზის რევით გააცივეთ  და ფორმაში ჩაწურეთ. თუ ლიმონის ნაფხეკს უზამთ , უნდა განელებულო ნაღებში ჩაყაროთ.