არტალა ძროხის
  ინგრედიენტები
  • 1 ძროხის კანჭი , ცური და პურტი
  • 1სტ. კოვზი მარილი
  • ნიორი სურვილებისამებრ
მომზადება ძროხის კანჭები , ცური და პურტი დაჭერით, გარეცხეთ და ჩაყარეთ შესაფერის ქვაბში, დაასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ, ვიდრე ძარღვებიანად ხორცი ჩაიშლებოდეს, ჩაიხარშებოდეს და წვენი გასქელდებოდეს, შემდეგ სამყოფი მარილი ჩააყარეთ და გაფცქვნილი და დანაყული ნიორით შეანელეთ და სუფრაზე მიიტანეთ.