ქამა სოკო მწყერის კვერცხით

ინგრედიენტები

  • 16 ცალი  ქამა სოკო
  • 16 ცალი  მწყერის კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი გახეხილი პარმეზანი
  • 1  კბილი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი  დაჭრილი ხახვი
  • მარილი, წიწაკა ( გემოვნებით)

მომზადება

სოკო გარეცხეთ, მოაცალეთ ძირები. კარგად გაამშრალეთ. ნიორი დაჭყლიტეთ და ხახვან ერთად მოათავსეთ სოკოში. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, შემდეგ გახეხილი პარმეზანის ყველი. შემდეგ თავზე დაასვით მწყერის კვერცხი თითოეულს. გაახურეთ გაზქურა 200 გრადუსზე და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. 

გემრიელად მიირთვით!