ფარშირებული ბადრიჯანი

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი - 1 კგ
  • საშუალო წითელი ხახვი - 2 ცალი
  • ნიორი - 4 კბილი
  • ოხრახუში
  • მწვანე ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • საშუალო ზომის პომიდორი - 4 ცალი
  • შაქარი ( სურვილისამებრს) - 1 ჩაის კოვზი
  • ზირა - 1 ჩაის კოვზი
  • ტომატის პასტა - 1 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი - 4 სუფრის კოვზი
  • შავი პილპილი

მომზადება

გაახურეთ გაზქურა 220 გრადუსამდე. ტაფაზე დააფარეთ პერგამენტი და წაუსვით ზეთი. ბადრიჯანს ნაწილობრივ გააცალეთ კანი. ჩაჭერით შუაში ისე, რომ ბოლომდე არ გაგეჭრათ. დააყარეთ მარილი და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გადაავლეთ წყალი, ფრთხილად ამოწურეთ და გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში.  ხახვი,  ნიორი და წიწაკა  წვრილად დაჭერით. პომიდორს გააცალეთ კანი და კუბებად დაჭერით. წვრილად დაჭერით ოხრახუში.

ტაფაზე მოასხით ზეთი. მოშუშეთ ხახვი დარბილებამდე. შემდეგ დაამატეთ ბულგარული წიწაკა, ნიორი და შეწვით კიდევ 7-10 წუთი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაამატეთ პომიდორი და ტომატის პასტა, ზირა და დაჭრილი ოხრახუში. თუ გინდათ, შეგიძლიათ დაამატოთ შაქარიც. 5 წუთის შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან. კვლავ დაამატეთ ზეთი გამოსაცხობ ფორმას, ამოავსეთ ბადრიჯანი მიღებული ნაზავით და გამოაცხვეთ 40-45 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!