შოკოლადის ტორტი

ინგრედიენტები

  • შოკოლადი (მწარე) 450 გრ
  • კარაქი 250 გრ
  • შაქარი 120 გრ
  • კვერცხი 6 ცალი
  • მარილის (მწიკვი)
  • ნაღები (ცხიმის შემცველობა 33%) 250 მლ

მომზადება

350 გრამი შოკოლადი გაადნეთ და წამოადუღეთ, დაამატეთ 125 მლ ნაღები, შემდეგ კი 250 გრამი კარაქი. კარგად აურიეთ. ათქვიფეთ კარაქი შაქართან ერთად მანამ, სანამ არ გათეთრდება. ნელ-ნელა შეურიეთ შოკოლადიან მასას და კვლავ კარგად აურიეთ და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა. გამოსაცხობ ფორმაზე დააფინეთ ქაღალდი. მოათავსეთ ცომი მასში. თავად გამოსაცხობი ფორმა კი ჩადგით მასზე დიდ ქვაბში, რომელშიდაც უნდა ჩაასხათ ადუღებული წყალი ისე, რომ ცომზე არ გადავიდეს. შედგით გამოსაცხობი ფორმა ცხელწყლიან ქვათან ერთად ღუმელში. გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 40-50 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. 125 მლ ნაღები აადუღეთ და დაამატეთ 100 გრამი შოკოლადი. ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება და მოასხით ტორტს ზემოდან.

გემრიელად მიირთვით!