შოკოლადის სმუზი ბანანითა და ქოქოსის რძით

ინგრედიენტები

  • 4 ბანანი
  • 300 მლ ქოქოსის რძე
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ფანტელი

მომზადება

ქოქოსის რძე მოათავსეთ ბლენდერში და  ათქვიფეთ 1 წუთის განმავლობაში. გაასუფთავეთ ბანანი, დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ისიც ბლენდერში. დაამატეთ თაფლი, კაკაო და ხელთავიდან კარგად ათქვიფეთ. ბოლოს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი და აურიეთ. გადმოასხით ჭიქებში და მოათავსეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!