შოკოლადიანი ორცხობილა

ინგრედიენტები

  • ფქვილი 140 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კარაქი 60 გრ
  • მარილი მწიკვი
  • გამაფხვიერებელი 0.5 ჩაის კოვზი
  • შავი შოკოლადი 40 გრ
  • შაქარი 100 გრ

მომზადება

გაადნეთ კარაქი და ათქვიფეთ შაქართან ერთად. დაამატეთ კვერცხი და კვლავ განაგრძეთ თქვეფა. შემდეგ შეაზილეთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. ჩაყარეთ შოკოლადი და კვლავ მოზილეთ. ხელით გააკეთეთ პატარა ბურთები, გამოაცხვეთ ქაღალდიან ტაფაზე, 15-20 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!