შოკოლადიანი ორცხობილა ნუშით

ინგრედიენტები

  • კარაქი 50 გრ
  • შაქრის პუდრა 15 გრ
  • მარილი
  • შოკოლადი 30 გრ
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • ფქვილი 100 გრ
  • ნუშის ფქვილი 20 გრ
  • ნუში 15 გრ

მომზადება

დარბილებულ კარაქს შეურიეთ შაქრის პუდრა და მწიკვი მარილი. კარგად აურიეთ. დაამატეთ კვერცხის გული და ცხელი წყლის აბაზანაზე გამდნარი შოკოლადი. შემდეგ დაამატეთ ფქვილი, ნუშის ფქვილი, ნუში. აურიეთ, მიეცით ძეხვის ფორმა და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაჭერით 12 ნაწილად, ცოტა გააბრტყელეთ, მოათავსეთ ტაფაზე და შედგით ღუმელში. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!