ყველიანი ბურთები კვერცხითა და ლორით

ინგრედიენტები

  • 5 კვერცხი
  • 40 გრამი მოხარშული ლორი
  • 30 გრამი ყველი (გაუდაl)
  • 30 გრამი ფქვილი
  • 150 მლ რძე
  • 30 გრ კარაქი
  • სუხარი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი

მომზადება

მოხარშეთ 4 კვერცხი, შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი და დაჭერით წვრილად ან გახეხეთ. გაადნეთ ქვაბში კარაქი, დაამატეთ ფქვილი და გედგათ გაზქურაზე 2 წუთის განმავლობაში. ნელ-ნელა დაამატეთ რძე და კვლავ განაგრძეთ ხარშვა 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით სოუსი და გააცივეთ. დაჭერით ლორი პატარა კუბებად, ყველი წვრილად გახეხეთ. შეურიეთ მოხარშული კვერხი, ლორი, ყველი მომზადებულ სოუსს. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მიღებული მასისგან ხელით გააკეთეთ პატარა ბურთები. თასში ათქვიფეთ დარჩენილი ერთი კვერცხი. ცალკე თასზე ფქვილი, მეორე თასზე კი დაფშვნილი სუხარი. ბურთები ჯერ ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, ბოლოს კი სუხარში. შეწვით მცენარეულ ზეთში მანამ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. დააწყვეთ ქაღალდზე, ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად.

გემრიელად მიირთვით!