ღვინის ჟელე

berry fruit jelly with fresh berries - summer dessert

 

მასალა

  • წითელი ღვინო 1 ჩაის ჭიქა
  • წყალი 2 ჩაის ჭიქა
  • შაქრის ფხვნილი 1 ჩაის ჭიქა
  • ჟელატინი 24 გრამი
  • ლიმონის წვენი და ვანილი გემოვნებით

მომზადება

ქვაბში ჩავყაროთ შაქრის ფხვნილი, დავასხათ ცხელი წყალი და ავადუღოთ. მერე ჩაუმატოთ ცივ წყალში დამბალი და გაწურული ჟელატინი, კარგად აურიოთ და ხსნარი მივიყვანოთ ადუღებამდე. ჩავასხათ შიგ წითელი ღვინო, დაუმატოთ გემოვნებით ვანილი და ლიმონის წვენი. ცხელი სიროფი გავწუროთ, ოდნავ შევაგრილოთ, ჩავასხათ ყალიბებში და გავაციოთ. სუფრაზე მიტანის წინ აღნიშნული ჟელე შეიძლება მოვრთოთ ხილით ან მურაბით.

გემრიელად მიირთვით

რეცეპტის გაზიარება