ქოქოსის ტორტი

ინგრედიენტები

ბისკვიტისთვის:

  • კვერცხი 6 ცალი
  • შაქარი 200 გრ
  • ვანილის შაქარი 10 გრ
  • ფქვილი 200 გრ
  • გამაფხვიერებელი 10 გრ
  • ქოქოსის ფანტელი 40 გრ
  • მარილი (მწიკვი)

კრემისთვის: 

  • რძე 750 მლ
  • კვერცხი 3 ცალი
  • ფქვილი 60 გრ
  • ქოქოსის ფაანტელი 80 გრ
  • კარაქი 200 გრ
  • შოკოლადი (თეთრი0 100 გრ

დასანამად:

  • რძე 1 ჭიქა
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი

გასაფორმებლად:
ქოქოსის ფანტელი

მომზადება:

ბისკვიტისთვის: კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ ვანილის შაქარი და ცოტა მარილი. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ქოქოსის ფანტელი. ჩაასხით გამოსაცხობ ფორმაში ( 24 სმ) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. შემდეგ გააგრილეთ და გაჭერით 3 ნაწილად. კრემისთვის: კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და ფქვილთან ერთად, რძე წამოადუღეთ, დაასხით კვერცხიან მასას და კვლავ ათქვიფეთ. დაამატეთ ქოქოსის ფანტელი, კარაქი ცალკე ათქვიფეთ და შემდეგ შეათქვიფეთ კრემს, ბოლოს კი გამდნარი თეთრი შოკოლადი დაამატეთ და აღნიშნული მასა კარგად ათქვიფეთ. ბისკვიტი დანამეთ რძითა და შაქრით, წაუსვით კრემი და ირგვლივ მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი. მოათავსეთ მაცივარში 4-8 საათის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!