ქამა სოკო გრილზე

ინგრედიენტები

  • ნიორი – 2 კბილი
  • გამხმარი როზმარინი
  • 2-3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 12-14 ქამა სოკო
  • მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი

მომზადება 

ნიორი ცოტა მარილთან და როზმარინთან ერთად კარგად დანაყეთ, დაამატეთ ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. გრილი გაახურეთ 30 წუთის განმავლობაში, გაასუფთავეთ ქამა სოკო და მოათავსეთ აღნიშნული მასა მასში. შეწვით ჯერ 2-3 წუთი ღიად, შემდეგ კი თავი დააფარეთ და განაგრძეთ შეწვა 5-7 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!