ქათამი ბრინჯით

ინგრედიენტები

  • ქათამი- 600 გრ
  • ბრინჯი – 1 ჭიქა
  • წყალი- 1.5 ჭიქა
  • აჯიკა- 1 ჩაის კოვზი
  • ხახვი- 1ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • მცენარეული ზეთი ( შესაწვავად)
  • 3-5 კბილი ნიორი
  • მარილი
  • სუნელები გემოვნებით

მომზადება

დაჭერით ქათამი, წყალში გახსენით აჯიკა და ჩააწყვეთ მასში. გააჩერეთ რამდენიმე წუთი. ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილად. სტაფილო კი გრძლად. ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი და მოშუშეთ ხახვი, შემდეგ დაამატეთ სტაფილო და კვლავ განაგრძეთ შეწვა 2-3 წუთის განმავლობაში. გადმოდგით და მოათავსეთ შესაწვავ ფორმაში. ბრინჯი გარეცხეთ ცივ წყალში და შემდეგ მოაყარეთ მთელ სიგრძეზე ხახვიან და სტაფილოიან მასას. დააყარეთ ცოტა მარილი. ბრინჯს კი ზემოდან მოალაგეთ ქათამი. დაასხით წყალი, ისე, რომ ფორმიდან არ გადმოიღვაროს და ქათამი ოდნავ დაიფაროს. ხორცს შორის მოათავსეთ ნიორი (მთელებად). დააფარეთ ფოლგა და შეწვით 180 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გამოდგით ღუმელიდან, მოაცილეთ ფოლგა და კვლავ შეაბრუნეთ 10 წუთი. გააფორმეთ მწვანილით და გემრიელად მიირთვით!